среда, 19 июля 2017 г.

IX დღე

გავაკეთეთ ჩვენი ნამუშევრების შეჯამება. ჩემთვის იყო შრომატევადი, მაგრამ ძალიან საინტერესო ტრენინგი. როგორც ყოველთვის, ამ გამოცდილებასაც აუცილებლად ჩავრთავ ჩემს პრაქტიკაში. ტრენერს, ჯგუფს და ჩემს თავს ვუსურვებ წარმატებებს.

воскресенье, 16 июля 2017 г.

VIII დღე

კვლავ ვისაუბრეთ სასწავლო ვიდეოპორტალების შესახებ. ისევ განვიხილეთ პორტფოლიოს თითოეული საქაღალდის შემცველობის შესახებ. მივიღეთ ინსტრუქციები პროექტის პრეზენტაციის შექმნის შესახებ. ვისწავლეთ, როგორ მივამაგროთ პრეზენტაციის დოკუმენტს სხვა დოკუმენტი. გავიმეორეთ გუგლში ფორმების შექმნა.

суббота, 15 июля 2017 г.

რეფლექსია VII დღე

ბლოგზე გამოვაქვეყნეთ პროექტი, დავწერე პროექტის სამოქმედო გეგმა. გავეცანი შეფასების ხუტ მიზანს. პროექტის გეგმაში ვიმუშავე მოსწავლეთა წინარე ცოდნაზე, გამოყენებულ რესურსებსა და სასწავლო პროცედურებზე. ვილაპარეკათ ჩეკლისტებზე და დამხმარე საქაღალდის სხვა მასალებზე.

პროექტის პორტფოლიო

воскресенье, 9 июля 2017 г.

რეფლექსია VI დღე

ვიმუშავეთ შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებზე, განვიხილეთ სახელმძღვანელოს რუბრიკები, შევქმენი შეფასების ჩემი პროექტისათვის საჭირო ინსტრუმენტები . ვისწავლე, როგორ მივუთითო ბმული ისე, რომ არ ჩანდეს ინტერნეტმისამართი. ვისაუბრეთ სასწავლო პროექტისათვის საჭირო ინტერნეტრესურსებზე.

суббота, 8 июля 2017 г.

რეფლექსია V დღე

ძალიან კმაყოფილი ვარ იმ შეფასებებითა და მიმართულებების მიმცემი კომენტარებით, რომელიც ჩემი პროექტის დღევანდელი დავალების ნაწილზე გაკეთდა. ასევე მნიშვნელოვანი იყო სხვების პროექტების გეგმების დავალების ნაწილის გაცნობა. ვისწავლე შეფასების ეფექტური სტრატეგიები, რომლებიც გამომადგება არა მარტო პროექტის შეფასებისას, არამედ ჩემს პრაქტიკაშიც. გავეცანი შეფასების სტრატეგიების, მეთოდების.... ნიმუშებს. ჩავიწერე  სასარგებლო ბმულები http://tpdc.ge/essentials/assessing-projects/,  http://tpdc.ge/essentials/assessing-projects/,  http://tpdc.ge/essentials/rubrics/ და სხვა. ვისწავლე გუგლში ფორმების შექმნა. ტესტების შექმნა, რომელიც დღეს ვისწავლე, ძალიან გამომადგება ჩემს პრაქტიკაში.

воскресенье, 2 июля 2017 г.

რეფლექსია III დღე

ძალიან პროდუქტიული ტრენინგი იყო. ვისწავლე ბევრი რამ , მათ შორის ჩავინიშნე მრავალი საიტის  ლინკი, რომლებიც გამომადგება რესურსების მოძიებისას. რაღაც მიზეზების გამო ვერ დავესწარი ტრენინგს და ვესწრები მესამე დღიდან. მანამდე ტრენერს ვეხმიანებოდი ელექტრონულად. კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით, გავიხსენე მრავალი ძველი დავიწყებული რამ და ვისწავლე ახალი. მაგალითად: youtobe- ზე ვიდეოს დამატება, google-ს მოწყობილობების მოხმარება და სხვა...შევქმენი ბლოგი, პროექტის პორტფოლიო. ვისწავლე ოლაინთანამშრომლობით ტექსტის რედაქტირება, კომენტარების დართვა. მოვისმინე ამომწურავი თეორიული მასალა სასწავლო პროექტის მომზადებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, გავეცანი სახელმძღვანელოს, რომელიც ფასდაუდებელი რესურსია ჩემი პროფესიული უნარების განვითარებისათვის.