воскресенье, 2 июля 2017 г.

რეფლექსია III დღე

ძალიან პროდუქტიული ტრენინგი იყო. ვისწავლე ბევრი რამ , მათ შორის ჩავინიშნე მრავალი საიტის  ლინკი, რომლებიც გამომადგება რესურსების მოძიებისას. რაღაც მიზეზების გამო ვერ დავესწარი ტრენინგს და ვესწრები მესამე დღიდან. მანამდე ტრენერს ვეხმიანებოდი ელექტრონულად. კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით, გავიხსენე მრავალი ძველი დავიწყებული რამ და ვისწავლე ახალი. მაგალითად: youtobe- ზე ვიდეოს დამატება, google-ს მოწყობილობების მოხმარება და სხვა...შევქმენი ბლოგი, პროექტის პორტფოლიო. ვისწავლე ოლაინთანამშრომლობით ტექსტის რედაქტირება, კომენტარების დართვა. მოვისმინე ამომწურავი თეორიული მასალა სასწავლო პროექტის მომზადებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, გავეცანი სახელმძღვანელოს, რომელიც ფასდაუდებელი რესურსია ჩემი პროფესიული უნარების განვითარებისათვის.

Комментариев нет:

Отправить комментарий